ძიება

PROGRAMMING GEORGIA

მონაცემთა ბაზები

it_photo_77027

მონაცემთა ბაზების ფართო გამოყენება
დღეისათვის მონაცემთა ბაზები ფართოდ არის გავრცელებული და ისინი ფაქტიურად
Continue reading “მონაცემთა ბაზები”

Advertisements

რა არის დომენური სახელი და რატომ არის იგი ასე მნიშვნელოვანი?

box with domainsრა არის დომენური სახელი?

მარტივი ტექნიკური გაგებით დომენური სახელი არის ინტერნეტ უნიკალური დასახელება, მისამართი, რომელიც მიუთითებს თქვენს საითზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. მისი მეშვეობით ყველას შეუძლია ინტერნეტში თქვენი საითის ან ელ-ფოსტის მოძებნა. ინტერნეტ სისტემა თავის მხრივ დომენურ სახელს სპეციალური წესით დალაგებულ ციფრებში გადაიყვანს ანუ IP-ში, მაგალითად, 123.123.123.123 და ასე აღიქვამს მას. რათა ნებისმიერი დომენური სახელი მუშაობდეს და შეგეძლოთ საითის ნახვა იგი მიმაგრებული უნდა იყოს რომელიმე ჰოსტზე და უნდა ჰქონდეს მინიჭებული IP.

განაგრძეთ კითხვა →

კომპიუტერული ტექნოლოგიის ისტორია

computerXX საუკუნეში ელექტრონიკის დარგში გაკეთებულმა აღმოჩენებმა ტექნოლოგიურ რევოლუციამდე მოგვიყვანა და ცხოვრების წესი შეგვიცვალა.

წინათ ინფორმაცია ქაღალდზე – წიგნებში, გაზეთებსა თუ ჟურნალებში ინახებოდა. მათ შესანახად საჭირო იყო დიდი სისტემები და ბიბლიოთეკები.

XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ექსპერიმენტები ელექტრონიკის დარგში. მეცნიერებმა გამოიგონეს ელექტრონული ლამპები, რომელთაც შეეძლოთ ემართათ ელექტროდების სუსტი ნაკადი. ლამპებს პირველად რადიომიმღებში სიგნალის გასაძლიერებლად იყენებდნენ. 40-იან წლებში ლამპები გამოიყენეს პირველი კომპიუტერის ასაგებად. ამ “ვეება მანქანას” მთელი ოთახი ეჭირა, მაგრამ ანგარიშის გარდა არაფერი შეეძლო.
განაგრძეთ კითხვა →

დენის რიჩი, ისტორია დიდი ადამიანის ცხოვრებიდან

denisადამიანი რომელიც ბევრისთვის ცნობილია და ბევრისთვისაც უცნობი.  ადამიანი, რომელმაც გზა გაუხსნა პროგრამისტებს ახლებური ხედვისკენ. ადამიანი რომელმაც დატოვა უდიდესი მემკვიდრეობა მომავალი თაობისთვის.  დენის რიჩი.

ამ სტატიას იმიტომ ვწერ, რომ ბევრმა ადამიანმა დღემდე არ იცის ვინ იყო დენის რიჩი რას წარმოადგენდა და საერთოდ რა დატოვა. ამიტომაც გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად გამეცნო ფართო საზოგადოებისათვის.

განაგრძეთ კითხვა →

საინფორმაციო საზოგადოება (კონცეფცია, იდეოლოგები). საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინფორმატიკა, ინფორმაცია

InformationTechnology უძველესი პერიოდიდან დღემდე კაცობრიობამ განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხური გაიარა: გვაროვნული წყობილება, აგრარული პერიოდი, ინდუსტრიული საზოგადოება. XXI საუკუნის ადამიანი კი ცხოვრობს სრულიად ახალ ფორმაციაში, რომელსაც საინფორმაციო საზოგადოება ჰქვია და რომლის ფორმირებას გასული საუკუნის 70_იანი წლებიდან დაიწყო.

XX საუკუნის შუა ხანებში აშკარად თვალსაჩინო გახდა, რომ დასავლური საზოგადოების ცხოვრების წესი შეიცვალა და იგი განსხვავდებოდა ტრადიციული, “კლასიკური” კაპიტალიზმისგან, იცვლებოდა ადამიანთა საქმიანობა, ყალიბდებოდა ახალი ფორმა ცივილიზაციის განვითარებისა, რომელსაც შემდეგ საინფორმაციო საზოგადოება უწოდეს. მან შეცვალა ინდუსტრიული საზოგადოება, ამიტომ საინფორმაციო საზოგადოებას პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას უწოდებენ.

განაგრძეთ კითხვა →

ხელოვნური ინტელექტი, ექსპერტული სისტემები

brain_circuit_boardხელოვნური ინტელექტის (ინტელექტი (ლათ. Intellectus – გაგება, შემეცნება) – ადამიანის აზროვნების უნარი) შექმნის იდეა ადამიანს დიდი ხნის წინ გაუჩნდა. დაისვა კითხვა: შეიძლება თუ არა შეიქმნას ისეთი მანქანა, რომელიც დამოუკიდებლად შეასრულებს ინტელექტუალურ სამუშაოებს ადამიანის ჩარევის გარეშე. ამ იდეის განხორციელება კომპიუტერის შექმნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
როგორც ვიცით, ადამიანის გონებას აქვს უნარი შეინახოს,დაამუშავოს და დაახარისხოს ინფორმაცია. თუმცა დღემდე მედიცინისთვის აუხსნელია, როგორ იქმნება ადამიანის გონებაში სიახლე,ახალი აზრები,იდეები, ადამიანს აქვს შემოქმედებითი უნარი. მართალია კაცობრიობამ შექმნა კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია შეინახოს, დაამუშავოს და დაახარისხოს ინფორმაცია ადამიანზე უკეთ, თუმცა მას ახალი იდეების წარმოშობა არ შეუძლია. კომპიუტერული თარგმანიც კი არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორსაც ადამიანი შეასრულებს, რომ აღარაფერი ვთქვათ შემოქმედებით საქმიანობაზე. ამიტომ ხელოვნური ინტელექტის შექმნა ყველაზე დიდი ამოცანა და პრობლემაა, რომლის, ამოხსნა და გადჭრა ადამიანმა დაისახა.

განაგრძეთ კითხვა →

ციფრული სურათების ღია ფორმატი (PNG)

375638_387215274679512_322814063_nPNG (Portable Network Graphics) — ციფრული სურათების ღია ფორმატი, რომელიც შეიქმნა დაპატენტებული GIF ფორმატის შესაცვლელად. PNG არის ფორმატი, რომელიც სპეციალიზირებულია მარტივი, ერთგვაროვანი ფერების მქონე სურათების შექმნაზე.

 

სინთეზური სურათებისთვისPNG წარმატებით გამოიყენება ისეთი სინთეზური სურათების შესაქმნელად როგორიცაა: WEB-ის გრაფიკული გაფორმება, იკონები, ტექსტური სურათები. PNG ფორმატში შექმნილი ფაილი, როგორც წესი, GIF ფორმატში შექმნილ ფაილზე მეტ ადგილს იკავებს მეხსიერებაში, სამაგიეროდ ხარისხით ბევრად აღემატება ამ უკანასკნელს. ეს იმით აიხსნება რომ PNG ფორმატის ფერთა რაოდენობა 256-ით არ შემოიფარგლება.

განაგრძეთ კითხვა →

Java 7 განაგრძობს მუშაობას Windows Xp_ზე

java7მოგეხსენებათ, Microsoft_მა 2014 წლის 8 აპრილს შეწყვიტა Windows Xp_ის პროგრამული უზრუნველყოფით მხარდაჭერა.

Java პლათფორმის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჰენრიკ სტაჰლიმ განაცხადა, რომ Windows Xp_ის მომხმარებლები გააგარძელებენ Java 7_ის ავტომატურ მიღებას და განახლებას 2015 წლის აპრილამდე.

სტაჰლიმ ასევე  განაცხადა რომ განაგრძობენ მონიტორინგის ჩატარებას Java 7_ის განახლებას Windows Xp_ზე რომ Java_ს მომხმარებლებმა თავი დაცულად იგრძნონ.

განაგრძეთ კითხვა →

სტატისტიკა ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა!

social-media-marketing-statisticsალბათ ყველას გაინტერესებთ, რომელია ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა ამის დასადგენად მრავალმა სააგენტომ ჩაატარა კვლევა. განსაკუთრებით საინტერესო იქნება 2014 წლის მონაცემები..

ყველაზე საინტერესოდ გამოიყურება TIOBE მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომელიც ივლისის სტატისტიკას ასახავს. გამოკითხვისთვის მიმართებს ისეთ მკვლევარ-ინჟინრებს, როგორებიც არიან Google_ში,Bing_ში,Amazon_ში და ა.შ.

 

 

განაგრძეთ კითხვა →

Blog at WordPress.com.

ზედა ↑